ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მობილობა 2014

განცხადებები

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2014 წლის 26 აგვისტოდან  3 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადება ივსება ადგილზე. მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტი დარეგისტრირებულია ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით და იმ საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება, რომელზეც სურს მობილობის წესით ჩარიცხვა.

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2014 წლის 1-ლი აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, გრანტის, სასწავლო პროგრამის დასახელების, სწავლის საფასურის ოდენობისა და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
 
2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2014 წლის 8 სექტემბერი.

აბიტურიენტების საყურადღებოდ!
მობილობასთან დაკავშირებული ვადა  შეიცვალა  და რეგისტრაცია გაგრძელდება 3 სექტემბრის ჩათვლით

ბანერები