ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

Microsoft-ის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი

განცხადებები

კონკურსის მიზანია ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მოგვარება ტექნოლოგიური გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად სასწავლებლისა და სპეციალობისა (მინიმალური ასაკობრივი ზღვარი - 16 წელი). შექმენით მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ოთხი წევრისგან შემდგარი გუნდი. გუნდს შეიძლება ჰყავდეს მენტორი.

თითოეულ სტუდენტს მხოლოდ ერთი გუნდის წევრობა შეუძლია და თითოეულ მენტორს - მხოლოდ ერთი გუნდის მენტორობა. ყოველი გუნდი წარადგენს ერთ პროექტს.

პროექტების მიღება იწყება 7 მარტს და სრულდება 15 აპრილს.

ჟიურის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ფინალში 28 აპრილს. ფინალში გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი პრიზები.

პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება სიდნეიში (ავსტრალია) მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მას ელის მსოფლიო აღიარება და 25 000 $!

პროექტის ორგანიზატორები არიან: Microsoft Georgia და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. პროექტის მხარდამჭერები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID, EPIGeorgia, სინგულარ ჯგუფი, ალგორითმი.
 
კონკურსში მონაწილეობის დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით:
გიორგი ბასილაია (მობ.: 577 23 77 74),
ხოლო დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდებს: www.imaginecup.ge; www.fb.com/imaginecupgeorgia
 
პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 9 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

ბანერები