ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

MEUS-ის მეცხრე კონფერენცია სტრასბურგში

ახალი ამბები

ევროკავშირის მოდელი სტრასბურგში (The Model European Union Strasbourg (MEUS)) არის ევროპული ინსტიტუციების და პოლიტიკის ფუნქციონირების პრესტიჟული სიმულაცია. ორგანიზებული ევროპელების გაერთიანების ასოციაციის მხარდაჭერით (Bringing Europeans Together Association BETA), MEUS არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტი და აძლევს ახალგაზრდებს შეუცვლელი გამოცდილების მიღების შანსს. შერჩეული კანდიდატები გააუმჯობესებენ როგორც ორატორულ ასევე მრავალფეროვან და მულტიკულტურულ ჯგუფში მუშაობის უნარებს. მონაწილეები ასევე შეისწავლიან, თუ როგორ ფუნქციონირების და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს ევროკავშირი, მიიღებენ რეალურ დებატებსა და ევროკავშირის პოლიტიკაში მონაწილეობის გამოცდილებას.

MEUS-ის მეცხრე კონფერენცია გაიმართება სტრასბურგში 2015 წლის 11-18 აპრილამდე. ამ დროის განმავლობაში 180-ზე მეტი ახალგაზრდა ადამიანები ითამაშებენ სხვა და სხვა როლებს: საბჭოს მინისტრებს, ევროპის პარლამენტის წევრებს, ლობისტებს, ჟურნალისტებს და თარჯიმნებს. კონფერენციის განმავლობაში მათ ექნებათ ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა პროფესიულ და მეგობრულ გარემოში და მიეცემათ ევროკავშირის სამუშაო გარემოს აღქმის შესაძლებლობა.

MEUS-ში მონაწილეობა არის დაუვიწყარი გამოცდილება, როგორც პროფესიული, ასევე სოციალური თვალსაზრისით.

პროექტში მონაწილეობის გადასახადი: 150€ - მოიცავს სასტუმროს, საუზმეს და სადილს, სოციალურ პროგრამას და ადგილობრივ ტრანსპორტირებას სტრასბურგში.

განაცხადის შეტანის ვადა: 11 იანვარი 2015

დამატებითი ინფორმაცია: www.meu-strasbourg.org

ბანერები