ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მეორე- მესამე- მეოთხე წლის სტუდენტების საყურადღებოდ!

განცხადებები

არგუსი არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 26 სექტემბერს, 14.00 საათზე.

მეორე, მესამე და მეოთხე წლის სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ ახალი სემესტრის გადასახადი უნდა დაგეფარათ 15 სექტემბრის ჩათვლით. ის სტუდენტები, რომელთაც ჯერ არ დაუფარიათ სწავლის საფასური, არგუსში გაპასიურებული იქნებიან და დაეკისრებათ ვადის დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმა (მეორე წლის სტუდენტებს - 50 ლარის ოდენობით, მესამე-მეოთხე წლის სტუდენტებს - პროცენტული მზარდი ჯარიმა, დავალიანებული თანხის 0,1% ყოველ გადაცილებულ დღეზე).

არგუსში გაპასიურებულ სტუდენტს  შესაძლებლობა აქვს სწავლის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში (სანამ „არგუსი“ რეგისტრაციის რეჟიმშია ჩართული)  დაფაროს სწავლის გადასახადი და ჯარიმა, რის შემდეგაც ის გააქტიურდება „არგუსში“და შეძლებს საგნების არჩევას. ის სტუდენტი, რომელიც დაგვიანებით დაფარავს გადასახადს, „არგუსში“ გააქტიურდება იმავე დღეს, გვიან ღამით (გადახდის ქვითრის წარმოდგენა საჭირო არ არის, უნივერსიტეტს ავტომატურად მოსდის ინფორმაცია ბანკიდან). თუ სტუდენტმა სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაშიც არ დაფარა სწავლის საფასური, მაშინ მას უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ვერ აგრძელებს სწავლას მიმდინარე სემესტრში.

სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სემესტრებს შორის პერიოდში. ამისათვის საჭიროა, უნივერსიტეტის კანცელარიაში დაიწეროს განცხადება სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ, რომელსაც დაერთვება დავალიანების დაფარვის ქვითარი. სტუდენტს სტატუსის აღდგენა შეუძლია სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. აქედან, სამი წლის განმავლობაში მას უნარჩუნდება მოპოვებული გრანტი და უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობები.

ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებული შეკითხვები გამოგვიგზავნეთ მისამართზე: ithelp@iliauni.edu.ge

არგუსთან დაკავშირებული შეკითხვები გამოგვიგზავნეთ მისამართზე: argus@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტი

ბანერები