ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მენეჯმენტის ინგლისურენოვანი პროგრამა

განცხადებები

19 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ევრაზიის მენეჯმენტის სახლმა (EMH) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ილიას უნივერსიტეტში პროფესიული მენეჯმენტის ინგლისურენოვან პროგრამას ჩაეყრება საფუძველი და მენეჯმენტში პროფესიული დიპლომი გაიცემა - ეს ბრიტანეთის ტექნიკური საგანმანათლებლო საბჭოს (EDEXCEL) მიერ აკრედიტებული კვალიფიკაციაა. პროგრამა ორი, ბრიტანული და ქართული, დიპლომის ერთდროულად მოპოვების საშუალებას იძლევა. თანამშრომლობა, აგრეთვე, მოიცავს მოკლე კურსების დანერგვას მენეჯმენტის კონკრეტულ დისციპლინებში. ვინაიდან სწავლება ინგლისურ ენაზეა, ეს პროგრამა როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო სტუდენტებზეა გათვლილი.

ხელმოწერილი შეთანხმება 2011 წლის განმავლობაში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯია და მოგვიანებით, 2012 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტის სწავლების, განათლების, კვლევისა და ტრენინგის საერთაშორისო ცენტრის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ითანამშრომლებს მენეჯმენტის ცნობილ ინსტიტუტებთან როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

იხილეთ დიპლომისა და კურსების აღწერა >>

ბანერები