ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების გამოცდების შედეგები

განცხადებები

შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრების/გამოცდების შედეგები (ნედლი ქულები)  მოცემულია  პროგრამების მიხედვით:

1.სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა  (მისაღები რაოდენობა -  45)
(ეკოლოგია, ბუნებათსარგებლობა (MBA), ბუნებათსარგებლობა (MSc),  სატყეო მეცნიერება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა, მოლეკულური ბიომეცნიერებები, ბიოფარმაცია, ნეირომეცნიერებები, გამოყენებითი გენეტიკა) –  გასაუბრების შედეგები, ესეის შედეგები, ჯამური შედეგები

2. ფსიქიკური ჯანმრთელობა (მისაღები რაოდენობა -  14) – გასაუბრების შედეგები

3.  უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა: (მისაღები რაოდენობა -  44) გამოცდის/ გასაუბრების შედეგები

4.  გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური)
(მისაღები რაოდენობა - 10) –გამოცდის  შედეგები

5. გამოყენებითი ენათმეცნიერება
(მისაღები რაოდენობა -  10) – გასაუბრების შედეგები

6. ფილოსოფია
(მისაღები რაოდენობა -  20) –  გასაუბრების შედეგები

7. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია)
(მისაღები რაოდენობა - 15) -  გასაუბრების შედეგები

8. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი (მისაღები რაოდენობა -  35) - გასაუბრების შედეგები

9. განათლების ადმინისტრირება (მისაღები რაოდენობა -  60)
> სკოლის/ზოგადი განათლების ადმინისტრირება - გასაუბრების შედეგები, პორტფოლიოს შედეგები, ჯამური შედეგები
> უმაღლესი განათლების ადმინისტრირება -  გასაუბრების შედეგები, პორტფოლიოს შედეგები, ჯამური შედეგები

10. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი: (ქართული ენისა და  ლიტერატურატურის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების მასწავლებელი, უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მასწავლებელი (მისაღები რაოდენობა -  30) –  გასაუბრების შედეგები, ესეის შედეგები, ჯამური შედეგები

11.სპეციალური განათლება (მისაღები რაოდენობა -  20) - გასაუბრების შედეგები

12.ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) (მისაღები რაოდენობა -  45) - გასაუბრების შედეგები, ესეის შედეგები, ჯამური შედეგები

13.მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია: პრაქტიკა, კვლევა (მისაღები რაოდენობა -  25) გასაუბრების შედეგები, ესეის შედეგები, ჯამური შედეგები

14.პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცონეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება) (მისაღები რაოდენობა -  60)– გასაუბრების შედეგები

15.საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება (მისაღები რაოდენობა -  30) – გასაუბრების შედეგები

16.სოციოლოგია
(მისაღები რაოდენობა -  20)  გასაუბრების შედეგები

17.სოციალური სამუშაო  (მისაღები რაოდენობა -  20) გასაუბრების შედეგები

18.თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები
(მისაღები რაოდენობა -  12)– გასაუბრების შედეგები
__________________________________________________________________________________________________________
სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.

მნიშვნელოვანია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სააპელაციო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები. არარგუმენტირებული განაცხადები, სადაც არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მიზეზი/მიზეზები არ იქნება განხილული კომისიის მიერ.

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) გამოქვეყნდება 2014 წლის 16 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება,ხელშეკრულების გაფორმება მოხდება:

1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 17-18 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 19-20 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 17-18 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის 19-20 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014- 2015  სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2014  წლის 13 ოქტომბერს. 

მაგისტრატურაში სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,  ნინო კახაძე
ტელ.: 2231018 / 2220648 graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები