ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის 2014-15 ს/წ სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების და გასაუბრებების განრიგი

განცხადებები

 მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  2014-2015 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე  მისაღები გამოცდების და გასაუბრებების განრიგი

ინფორმაცია შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრების/გამოცდების თარიღების და ადგილმდებარეობის შესახებ მოცემულია  პროგრამების მიხედვით:

1.სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა
(ეკოლოგია, ბუნებათსარგებლობა (MBA), ბუნებათსარგებლობა (MSc),  სატყეო მეცნიერება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა, მოლეკულური ბიომეცნიერებები, ბიოფარმაცია, ნეირომეცნიერებები, გამოყენებითი გენეტიკა) –  გასაუბრების განრიგი

2. ფსიქიკური ჯანმრთელობაგასაუბრების განრიგი

3.  უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა:


•    ანგლისტიკა - ტესტირების განრიგი,    გასაუბრების  განრიგი
•    რომანული ფილოლოგია   -  გამოცდის  განრიგი
•    გერმანული ფილოლოგია - გამოცდის  განრიგი
•    შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა - გასაუბრების განრიგი

4.  გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) გამოცდის  განრიგი

5. გამოყენებითი ენათმეცნიერებაგასაუბრების განრიგი

6. ფილოსოფია –  გასაუბრების განრიგი

7. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) -  გასაუბრების განრიგი

8. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი გასაუბრების განრიგი

9. განათლების ადმინისტრირება - გასაუბრების განრიგი

10. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი: (ქართული ენისა და  ლიტერატურატურის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების მასწავლებელი, უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მასწავლებელი –  გასაუბრების განრიგი

11.სპეციალური განათლება - გასაუბრების განრიგი

12.ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) - გასაუბრების განრიგი

13.მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია: პრაქტიკა, კვლევაგასაუბრების განრიგი

14.პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცონეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება)გასაუბრების განრიგი

15.საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება გასაუბრების განრიგი

16.სოციოლოგია –  გასაუბრების განრიგი

17.სოციალური სამუშაო გასაუბრების განრიგი

18.თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები
გასაუბრების განრიგი
__________________________________________________________________________________________________

შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება 10 სექტემბერს  უნივერსიტეტის
ვებ-გვერდზე

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით (საპრეტენზიო განაცხადების დარეგისტრირების ზუსტი ადგილი გამოქვეყნდება მოგვიანებით).

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.

მნიშვნელოვანია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სააპელაციო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები. არარგუმენტირებული განაცხადები, სადაც არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მიზეზი/მიზეზები არ იქნება განხილული კომისიის მიერ.

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) გამოქვეყნდება 2014 წლის 16 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება,ხელშეკრულების გაფორმება მოხდება:

1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 17-18 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 19-20 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში თუ მაგისტანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 17-18 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის 19-20 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014- 2015  სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2014  წლის 13 ოქტომბერს. 

მაგისტრატურაში სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,  ნინო კახაძე
ტელ.: 2231018 / 2220648 graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები