ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

პროგრამების ჩამონათვალი:


მიმართულება: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1.სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა
(ეკოლოგია, ბუნებათსარგებლობა (MBA), ბუნებათსარგებლობა (MSc),  სატყეო მეცნიერება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა, მოლეკულური ბიომეცნიერებები, ბიოფარმაცია, ნეირომეცნიერებები, გამოყენებითი გენეტიკა) – აღწერა, კურსები , შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაესსეი, გასაუბრება

2.საკვები პროდუქტების მეცნიერება-  აღწერა, კურსებიშიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესსეი, გასაუბრება
მიმართულება: ჯანდაცვა

3. ფსიქიკური ჯანმრთელობა – აღწერაკურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება

მიმართულება: ჰუმანიტარული

4.უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა – აღწერა,კურსები , შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გამოცდაგასაუბრება

5.გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) – აღწერაკურსებიშიდა საუნივერსიტეტო გამოცდა:    გამოცდა

6.გამოყენებითი ენათმეცნიერება – პროგრამის აღწერა,  კურსების აღწერა ,შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაგასაუბრება

7.ფილოსოფია –  აღწერაკურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაგასაუბრება

8.შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) –აღწერაკურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
  
მიმართულება: ხელოვნება

9.სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი  აღწერაკურსები ,   შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება

მიმართულება: განათლება

10.განათლების ადმინისტრირება – აღწერაკურსები
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა:გასაუბრება/პორტფოლიო - სკოლის/ზოგადი განათლების ადმინისტრირება
                                                    გასაუბრება/პორტფოლიო - უმაღლესი განათლების ადმინისტრირება

11.ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი: (ქართული ენისა და  ლიტერატურატურის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების მასწავლებელი, უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მასწავლებელი –  აღწერაკურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესსეი, გასაუბრება   ესეი-უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მასწავლებლის მიმართულებაზე




12.სპეციალური განათლება - აღწერაკურსები , შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა:გასაუბრება

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები

13.ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) –  აღწერა, კურსები,შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაესეი, გასაუბრება

14.მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია: პრაქტიკა, კვლევა,  – აღწერაკურსები , შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესსეი, გასაუბრება

15.პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცონეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება) – აღწერა, კურსები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება

16.საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – აღწერაკურსები ,   შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება

17. ადიქციის კვლევები - აღწერა, კურსები,შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა:

• გასაუბრება/ესეის შეფასების კრიტერიუმები (გასაუბრება ინგლისურ ენაზე)

ესეი - სააპლიკაციო განაცხადის ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე)

18.სოციოლოგია –   აღწერა, კურსები  , შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება

მიმართულება:მიმართულებათაშორისი დარგები

19.სოციალური სამუშაო – აღწერაკურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება

მიმართულება: მათემატიკა

20.თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები – აღწერაკურსები, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება

მისაღები კონტინგენტი/სპეციალობის გამოცდის სახე

რეგისტრაცია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე მაგისტრატურის საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება განხორციელდება 2014 წლის 11 აგვისტოდან 2014 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, მე-2 სართული).

კანდიდატებმა ან მათმა მინდობილმა პირებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

1.სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
2.პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
3.საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;
4.ორი 3X4 ზომის ფოტოსურათი და ელ. ვერსია (CD);
5.უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ;
6.იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გაგრძელების მსურველს ბაკალავრის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან (ორიგინალი) ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ორიგინალი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
8. ესეი/პორტფოლიო, თუ შესაბამისი პროგრამა ამას მოითხოვს;
9.იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების და შედეგების გამოცხადების ვადები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება 4, 5, 6 და 8 სექტემბერს. ინფორმაცია პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღების და ადგილმდებარეობის შესახებ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება 2 სექტემბერს.

შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება 10 სექტემბერს  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე

შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდის/ გასაუბრების/ ესეის/ პორტფოლიოს შედეგები 2014 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით (საპრეტენზიო განაცხადების დარეგისტრირების ზუსტი ადგილი გამოქვეყნდება მოგვიანებით).

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.

მნიშვნელოვანია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სააპელაციო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები. არარგუმენტირებული განაცხადები, სადაც არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მიზეზი/მიზეზები არ იქნება განხილული კომისიის მიერ.

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) გამოქვეყნდება 2014 წლის 16 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გაფორმება მოხდება:

1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 17-18 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 19-20 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში თუ მაგისტანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 17-18 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის 19-20 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014- 2015  სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2014  წლის 13 ოქტომბერს. 

მაგისტრატურაში სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,  ნინო კახაძე
ტელ.: 2231018 / 2220648 graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები