ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მე-7 სიმპოზიუმი ამერიკანისტიკაში ცენტრალურ აზიაში (ბიშკეკი , ყირგიზეთი)

ყირგიზეთის ამერიკულ მეცნიერებათა ასოციაცია ბიშკეკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად იწვევს მეცნიერებს, სტუდენტებს და ამერიკანისტიკის საკითხებით დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განხილვა/დიალოგის წარმოებისათვის გათვალისწინებულ ყოველწლიურ სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად.

სიმპოზიუმს გააჩნია 3 მთავარი დანიშნულება:
1. შექმნას იმ ფუნდამენტურ კატეგორიებზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა, რომელნიც არსებით როლს ასრულებენ ცენტრალურ აზიაში ამერიკულ მეცნიერებათა განვითარებისათვის.
2. გამოიკვლიოს და დაამუშაოს საკითხები, რომელთაც უკანასკნელ ხანებში არსებითი გავლენა მოახდინეს ყირგიზეთის რესპუბლიკაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე.
3. უზრუნველყოს მჭირდრო კავშირი ადგილობრივი და უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მიერ გამოგზავნილი განაცხადები (კვლევითი ნაშრომები) შესაძლებელია ეხებოდნენ ქვემოთ მითითებულ საკითხებს და არა მხოლოდ:
• ამერიკანისტიკის სწავლების ეფექტური სტრატეგიებისა და ახალი მეთოდების პრეზენტაცია;
• კვლევის ჩატარების ინოვაციური გზების ჩვენება, რომელიც რეალურს ხდის, ეხმარება და ავითარებს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გასაწევ საქმიანობას;
• აშშ-ს საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი ასპექტების შედარება პოსტ-საბჭოთა ცენტრალური აზიის საგანმანათლებლო სისტემებთან;
• გენდერული და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა;
• ამერიკის წარსული და თანამედროვე პოლიტიკის კვლევა ყირგიზეთთან მიმართებაში;
• ორივე ქვეყანაში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკურ ცვლილებათა განხილვა-ანალიზი;
• პოსტ-საბჭოთა სივრცის ლიტერატუტისა და ხელოვნების და დასავლეთზე მათი გავლენის განხილვა-ანალიზი;
• ისტორიული პერსპექტივის არსებითი დეტალებით უზრნველყოფა;
• გლობალიზაციასთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხთა განხილვა-კვლევა.

სააპლიკაციო-კვლევითი განაცხადი შედგენილი და გამოგზავნილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდი: www.auca.kg

ან მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306, ტ: 899 21 16 70 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)


 

ბანერები