ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მცირე გრანტების პროგრამა

განცხადებები

საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდი (GRDF) იწვევს ბიოლოგიის მიმართულების ქართველ მეცნიერ-მკვლევრებს მცირე საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში გამარჯვებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობისათვის ან მოიპოვონ დაფინანსება უფროს მკვლევრებთან თანამშრომლობით ახალი კვლევითი სფეროს შესასწავლად. მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია ახალგაზრდა მკვლევრების დატრენინგება ან სტატიის  გამოქვეყნება.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (Defense Threat Reduction Agency)  ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (Cooperative Biological Engagement Program) მიზნებსა და პრიორიტეტებს.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიცემა 12 გრანტი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით.


კონკურსზე საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 31 ოქტომბერი, 17:00 (თბილისის დროით).

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ GRDF -ის ვებ-გვერდზე -  www.grdf.ge,  ან მიჰყევით ბმულს

ბანერები