ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მანჩესტერის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდია გეოგრაფიაში

ინგლისის მანჩესტერის უნივერსიტეტი გამოყოფს სამაგისტრო სტიპენდიას, რომელიც შეადგენს 2000 ევროს. სტუდენტის დარეგისტრირების მომენტიდან სწავლის მთლიან გადასახადს ავტომატურად აკლდება ზემოთ ხსენებული თანხის ოდენობა.
2009-10 სასწავლო წლის, გეოგრაფიაში სამაგისტრო პროგრამის საზღვარგარეთ სწავლების სრული გადასახადი შეადგენს 10,800 ევროს, რომელიც გამოიყენება 2009-10 აკადემიური წლის სრული (ყოველდღიური) სწავლებისათვის. დაფინანსება ხელმისაწვდომია ყველა უცხოელი სტუდენტისათვის, მათ შორის ინდონეზიელი სტუდენტისათვის.
აღნიშნული დაფინანსება განკუთვნილია მომავალი მაგისტრანტების გეოგრაფიაში სწავლებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებში:

- MA საზოგადოებრივი გეოგრაფია
- MSc გარემოს მართვა
- MSc გარემოს მონიტორინგი, მოდელირება და რეკონსტრუქცია
- MSc გეოინფორმაციული მეცნიერება
დაფინანსება ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც აპირებენ აღნიშნულ სპეციალობებში მაგისტრატურის გავლას.

აკადემიური მოთხოვნები:

- კანდიდატებს, რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური, უნდა ჰქონდეთ ინგლისურში 7.0 IELTS ან მისი ექვივალენტური ქულა TOEFL-ში.

ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 2009 წლის 29 ივნისი.

არ დაფინანსდება 30 ივნისის შემდეგ მიღებული განაცხადება.

წარმატებული კანდიდატები გამოვლინდებიან ივლისის ბოლოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
კადრებისა და სასწავლო განყოფილების ადმინისტრატორს
ბატონ პოლ ეროუსმიტს
ტელ: 0044 (0)161 275 0800,
ელ-ფოსტა: paul.arrowsmith@manchester.ac.uk
ან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333.
ტელ: 8 77 23 77 18
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები