ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ

განცხადებები

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის სტუდენტების რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარეობს 14 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით. მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (online.naec.ge/) ინტერნეტის საშუალებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრატურაში ჩაბარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს 4 მარტს, 16:00 საათზე და 11 მარტს, 16:00 საათზე, A 101 ოთახში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის 32).

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს www.naec.ge. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის საკონტაქტო პირს, ია გელაშვილს, ტელეფონზე: 22-06-48.

ბანერები