ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მაგისტრანტთა რეგისტრაცია

განცხადებები

სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განცხადების და საბუთების მიღება იწარმოებს 2012 წლის 1 აგვისტოდან 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში (შაბათ -კვირის გარდა, 10.00-დან 18.00 საათამდე, მის: ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5, პირველი სართული); სწავლის გაგრძელების მსურველებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

1.    განაცხადის ფორმა (ივსება ადგილზე)
2.    პირადობის მოწმობა და მისი ასლი
3.    საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ხოლო მის გაცემამდე საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი.
4.    ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე
5.  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო   დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ
6.    ესსე  (თუ შესაბამისი პროგრამა ამას ითხოვს)
7.    სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა (მოეთხოვებათ ვაჟებს)

იმ პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა, რომელიც ითხოვს ესსეს, ესსე უნდა წარმოადგინონ  რეგისტრაციის დროს!

იმ კანდიდატებისათვის ვინც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, ჩატარდება მისაღები გამოცდა, გასაუბრება ან ტესტირება. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა, გასაუბრება, ტესტირება  ჩატარდება  4,5,6 სექტემბერს (ზუსტი დრო და ადგილი  გამოქვეყნდება მოგვიანებით);
 
შიდასაუნივერსიტიტეტო გამოცდა/გასაუბრება/ესსე-ს შედეგები  7 სექტემბერს გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

მაგისტრანტობის კანდიდატთა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი უნივერსიტეტის კანცელარიაში  2012 წლის 7, 8 და 9 სექტემბრის 18:00 საათამდე;
აპელაციის გათვალისწინებით საბოლოო შედეგები 10  სექტემბერს გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

მაგისრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულების გასფორმებლად  უნდა გამოცხადდნენ 2012 წლის 10 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე,  სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების მომსახურების ოფისში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5,  მეორე სართული, ოთახი E 242);

ჩარიცხული მაგისტრანტების სია  გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე 14 სექტემბერს!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2012 წლის 15 ოქტომბერს. 

მაგისტრატურაში სწავლის მსურველები შეიძლება დაუკავშირდეთ:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ტელ.: 2231057 / 2220648 graduatschool@iliauni.edu.ge    ნინო აბესაძე

 

ბანერები