ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

განცხადებები

განცხადება მათთვის ვინც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2012 -2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მიზნით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები.
 
სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხ სტუდენტთა სახელობითი სია და შეფასებები ვებ-გვერდზე განთავსდება 7 სექტემბრის 12:00 საათამდე.

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში 2012 წლის 7 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. (უნივერსიტეტის კანცელარია, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5).

საპრეტენზიო განცხადებების შესახებ გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობა 2012 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2012 წლის 10 სექტემბრიდან და გაგრძელდება 12 სექტემბრის ჩათვლით , 10:00 საათიდან  18:00 საათამდე , მის:  ჩოლოყაშვილის გამზ 3/5  E-კორპუსი , ოთახი 241.

მაგისტრანტობის კანდიდატმა  ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა წარმოადგინოს:
1. პირადობის მოწმობა.
2. ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი ცნობა (თუ იგი არ წარმოუდგენია სტუდენტს რეგისტრაციის ვადებში).


იმ პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა, რომელიც ითხოვს ესსეს, ესსე უნდა წარმოადგინონ  რეგისტრაციის დროს!

ის მაგისტრანტობის კანდიდატები, ვინც აღნიშნულ ვადაში არ გამოცხადდებიან უნივერსიტეტში ხელშეკრულების გასაფორმებლად , კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას ,გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ბანერები