ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

”მაღალმთიანი ნიადაგების ბიომრავალფეროვნება”

განცხადებები

2010 წლის 18-19-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია ”მაღალმთიანი ნიადაგების ბიომრავალფეროვნება”.

კონფერენციის მიმართულებებია:

1.    ნიადაგის ბინადართა სტრუქტურა;
2.    ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა;
3.    კლიმატური ცვლილებების გავლენა;
4.    პოპულაციური დინამიკა;
5.    მაღალმთიანი საძოვრების რეაბილიტაცია.

კონფერენციის ფორმატი მოითხოვს მოხსენებებსა და ვიზუალურ პრეზენტაციას. თეზისების მიღების ბოლო ვადა - 31 აგვისტო, 2010 წ. კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური; საორგანიზაციო გადასახადი - 75 ევრო.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: mzia.kokhia@iliauni.edu.ge 15 ივლისამდე. თეზისების  გაფორმებისა და სხვა საორგანიზაციო დეტალებს შეგატყობინებთ მეორე ცირკულარში.

ბანერები