ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ლონდონის სამეფო კოლეჯის ბიზნეს სკოლის ”დრუიდის” საზაფხულო კონფერენცია 2010 წლის 16-18 ივნისი

2010 წლის დრუიდის ზაფხულის კონფერენცია მიზნად ისახავს აღმოაჩინოს ახალი თეორიული და მეთოდოლოგიური წინსვლები ინდუსტრიულ სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ახალი ხედვის დამკვიდრებას და დააჩქარებს ეკონომიკურ სისტემებსა და ორგანიზაციების განვითარების პროცესზე მსჯელობას.

აღნიშნული კონფერენცია აგრეთვე მიზნად ისახავს შეკრიბოს მკვლევარები მსოფლიო მაშტაბით კვლევითი საქმიანობის შედეგების გაცვლა-გამოცვლისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.

კონფერენციას უმასპინძლებს სამეფო კოლეჯის ბიზნეს სკოლა, რომელიც მდებარეობს ლონდონის შუაგულში.

კანდიდატებმა, რომელთაც სურთ საკუთარი კვლევებით წარდგნენ კონფერენციაზე, უნდა ატვირთონ ერთი სრული გვერდისგან (არა უმეტეს 10.000 სიტყვა) შემდგარი ნაშრომი (PDF ფორმატში) კონფერენციის ვებ-გვერდზე: www.druid.dk/summer2010 არაუგვიანეს 2010 წლის 28 თებერვლისა. კონფერენციაზე დაიშვება მხოლოდ ნარკვევისა და ადრე გამოუქვეყნებელი კვლევითი ნაშრომის პრეზენტაცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

http://www2.druid.dk/conferences/index.php?cf=43

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306,
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

იხილეთ




 

ბანერები