ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტიპენდიების პროგრამა

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს სახელმწიფო სტიპენდიებს სრულ სამაგისტრო საფეხურზე ქართველი სტუდენტებისთვის.
სტიპენდიის მისაღებად:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • კანდიდატს მინიჭებული ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჩარიცხვის წერილი სამაგისტრო პროგრამაზე ლიტვის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან.

პროგრამა ფარავს სწავლების საფასურს. გამარჯვებულ სტუდენტს ყოველთვიურად დაენიშნება სტიპენდია 380 ევროს ოდენობით.

პროგრამაში მონაწილეობისა და საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა:  2016 წლის 10 ივლისი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: stipendijos.lt/en/scholarships/scholarships-1/full-time-master-degree-studies
ვიტატუს მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიტვა) სთავაზობს სტუდენტებს 20 სამაგისტრო პროგრამას ინგლისურ ენაზე. დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია ზემოთ ხსენებული სახელმწიფო სტიპენდიის ფარგლებში.

პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: vdu.lt/en/study-programs-master-studies

ბანერები