


ლიდერთა სკოლა ქალებისთვის
განცხადებები
საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი იწყებს პროექტს “ლიდერთა სკოლა ქალებისთვის”, რომლის მიზანია ახალგაზრდა ქალთა პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება და პოლიტიკური აქტივობის გაზრდა.
“ლიდერთა სკოლა ქალებისთვის” პროგრამა მოიცავს შემდეგ სასწავლო პროგრამას:
1. რა არის პოლიტიკა?
2. იდეოლოგიები.
3. დემოკრატია.
4. სახელმწიფო სტრუქტურა.
5. მართვის რგოლები.
6. საერთაშორისო ორგანიზაციები.
7. რა არის სამოქალაქო საზოგადოების როლი?
8. ლიდერობის და კომუნოკაციის უნარები.
9. საზოგადოებასთან ურთიერთობები.
10. ფონდების მოძიება.
11. პარტიის დაარსება.
12. არჩევნები.
13. დისკუსია: “რა ხდება დღეს ქართულ პოლიტიკაში?”
14. შემაჯამებელი სესია.
პროქტში მონაწილეობას მიიღებენ 19-დან 30 წლამდე ქალები.
პროექტის ხანგრძლივობა 13 აპრილიდან 13 სექტემბრამდე, კვირაში სამჯერ ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, საღამოს საათები.
დაინტერესების შემთხვევაში 2011 წლის 2 აპრილის ჩათვლით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნეთ მაილზე : wdn.geo@gmail.com