ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ლიდერობის ფორუმი

4 თებერვალს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსის 101 აუდიტორიაში გაიმართება "ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი", რომელსაც გაუძღვებიან საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC- ის წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანია ქართველ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება განვითარდნენ ისინი ამ ასაკში, მათ გარემოში, დღევანდელ სიტუაციაში. როგორ შექმნან ახალგაზრდებმა თავიანთი როლი საზოგადოებაში და იქცნენ ახალგაზრდა ლიდერებად.

ფორუმი გაიმართება ინგლისურ ენაზე.

აისეკის საერთაშორისო პლატფორმა 60-ზე მეტი წელია, ახალგაზრდებში ლიდერობის განვითარებას უწყობს ხელს სხვადასხვა უნიკალური შესაძლებლობების შეთავაზებით. დღეს აისეკი წარმოადგენს 106 ქვეყანას და ჰყავს მილიონზე მეტი აღზრდილი, მათ შორის არიან მსოფლიო ლიდერები: ჯონ კენედი, (John Kennedy) ჯორჯ ბუში (George Bush)უფროსი, მარტი ახტისაარი, (Martti Ahtisaari), და ა.შ.

იხილეთ ვრცლად მიმაგრებულ დოკუმენტში.

ბანერები