ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ლექტორების გაცვლითი პროგრამა

ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ჭავჭავაძის №32) გაიმართება ლექტორების გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია.

პროგრამა ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელთა ლექტორების ხუთთვიან სტაჟირებას შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში, სასწავლო პროგრამის განვითარებისა და სამასწავლებლო თვისებების გამომუშავების მიზნით.

პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო.

კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე.

ბანერები