


ლექციები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
5 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის 406-ე აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, მე-4 სართული) ვილნიუსის უნივერსიტეტის (ლიტვა) პროფესორი და ცნობილი ფსიქიატრი დაინიუს პურასი წაიკითხავს ლექციებს თემაზე: „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა“.
დაინიუს პურასი ისაუბრებს უახლესი მიდგომების შესახებ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების მართვისა და პრევენციის სტრატეგიების შესახებ, ინტერვენციების მდგრადობის საკითხების შესახებ ინდივიდუალურ, ოჯახურ, თემის და ზოგადად საზოგადოების დონეზე. პროფესორი პურასი ყურადღებას გაამახვილებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დესტრუქციული და თვითდესტრუქციული ქცევების გავრცელება ეპიდემიურ ხასითს ატარებს.
ლექციები ჩატარდება 13:00 საათზე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ხოლო პარასკევს - 12:00 საათზე