ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კვლევის დიზაინის სამუშაო შეხვედრა

განცხადებები

2010 წლის მაისში, პროგრამა "კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი" საქართველოში აწყობს ვორკშოპს, რომელიც კვლევის მეთოდოლოგიაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მიეძღვნება "კვლევის დიზაინს". ვორკშოპი მოიცავს ემპირიული კვლევის დიზაინის ძირითად საკითხებს სოციალურ მეცნიერებებში.

ტრენერები:

1. დენიელ ბოშლერი - ჟენევის უნივერსიტეტი,პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ამჟამად მუშაობს მკვლევარად ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) დემოკრატიების ნაკლოვანებების შესწავლის ცენტრში.
2. სტეფანი უოლტერი - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის საერთაშორისო და შედარებითი პოლიტიკური ეკონომიკის მიმართულების უმცროსი პროფესორი.

მონაწილეობა შეუძლიათ:

  •  სოციალურ მეცნიერებათა დარგის ახალგაზრდა მეცნიერებს/ მკვლევარებს, რომლებიც მოღვაწეობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
  •  საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში;

ვორკშოპში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

რეკომენდებულია, ვორკშოპში ჩაერთონ ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ "კავკასიის შვეიცარიული აკადემოური ქსელის" მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსში http://www.ascn.ch/en/research/call-for-georgia.html. ამ შემთხვევაში, მსურველებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ორგვერდიანი აბსტრაქტი კვლევითი პროექტისა, რომლის ჩაბარებასაც ისინი გეგმავენ. ეს დაეხმარება ტრენერებს კურსის დაგეგმვისას მონაწილეთა საჭიროებების გათვალისწინებაში. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად წარმოადგენენ თავიანთი პროექტის ორგვერდიან აბსტრაქტს.

WORKSHOP ON RESEARCH DESIGN- 10-12 May 2010

შევსებული აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის ორ მისამართზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge და denis.dafflon.@unifr.ch 2010 წლის 27 აპრილამდე. სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებგვერდიდან: www.ascn.ch.
შევსებულ სააპლიკაცო ფორმასთან ერთად, კვლევითი პროექტის 2 გვერდიანი აბსტრაქტი უნდა გამოაგზავნონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ "კავკასიის შვეიცარიული აკადემოური ქსელის" მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსში.
ვორკშოპში მონაწილეობისთვის შეირჩევა 30 კონკურსანტი.
ღონისძიება ჩატარდება 10-12 მაისს (12 საათზე) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეობა უფასოა.

საკონტაქტო პირები:
პროგრამა "კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის" ადგილობრივი სამსახური-
თინათინ ქადაგიშვილი - tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge

პროგრამა "კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის" კოორდინატორი-
დენის დაფლონი- denis.dafflon@unifr.ch

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანერები