ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კორეული გამოცდილება სამთავრობო სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკების შექმნაში

განცხადებები

ინოპოლისის ფონდი   ( INNOPOLIS Foundation) 27 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით კორეის ქალაქ ტეჯონში ჩაატარებს ტრენინგს თემაზე „ კორეული გამოცდილება სამთავრობო სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკების შექმნაში“. პროგრამა საშუალებას მისცემს მონაწილეებს და მათ ორგანიზაციებს დაამყარონ კავშირები INNOPOLIS-ის ქსელში არსებულ კომპანიებთან და ინსტიტუტებთან. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება 2008 წლიდან და ამ დრომდე მასში მონაწილეობა მიიღო 58 ქვეყნის 231-მა დელეგატმა.

ტრენინგ-პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  სამეცნიერო პარკების მოწყობის კორეული გამოცდილებით და თავად არიან ასეთი ტიპის სამეცნიერო პარკების ან შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.  კურსთან დაკავშირებული ხარჯების ( კვება, კურსის საფასური, საცხოვრებელი ბინა) დაფარვა მოხდება ინოპოლისის ფონდის მიერ.მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ მგზავრობის ხარჯები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ საგანაცხადო ფორმა მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე და გააგზავნონ ელ. ფოსტაზე stp@innopolis.or.kr.

პროგრამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციისათვის და საგანაცხადო ფორმის ჩამოსატვირთად გთხოვთ: ეწვიოთ ბმულს.

 განაცხადის გაგზავნის შემთხვევაში ასლი უნდა გაიგზავნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ბანერები