ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონსტიტუციისა და დემოკრატიის სალექციო პროგრამა

განცხადებები

ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აცხადებს მიღებას:
“კონსტიტუციისა და დემოკრატიის სალექციო პროგრამაზე”


სალექციო კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ცნობილ იურისტებსა და პოლიტოლოგებს და გაიღრმავონ ცოდნა კონსტიტუციონალიზმის სფეროში.
სალექციო კურსი შეეხება შემდეგ თემებს:
1. კონსტიტუციის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის  -  აშშ-ს მაგალითი
2. კონსტიტუცია და დემოკრატიული კონსოლიდაცია
3. კონსტიტუცია და დემოკრატიული ტრანზიცია
4. ხელისუფლების დანაწილება და დემოკრატია
5. პოლიტიკური პარტიები, დემოკრატია და კონსტიტუცია
6. კონსტიტუციური კონტროლი: კონფლიქტი დემოკრატიის პრინციპებთან
სალექციო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს.
პროცედურული საკითხები:
•პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა
• პროგრამის დაწყების თარიღი: 20 ნოემბერი
• ლექციების ჩატარების დრო:18:00
• ლექციების ჩატარების ადგილი:წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს
• სწავლების ენა:ქართული

სალექციო პროგრამის დამთავრების შემდეგ გაიცემა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სერთიფიკატი.სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:
სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ შერჩევითი ეტაპი, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გაწევრიანდებიან სალექციო ჯგუფში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (500-დან 700 სიტყვამდე), შემდეგ მისამართზე:   info@conlaw.iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,
მისამართი:  თბილისი 0162, საქართველო,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,
საკონტაქტო პირი:  ნინო ჭელიძე, დირექტორის ასისტენტი.

 

 

ბანერები