ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი წიგნის თარგმნის პროექტზე

განცხადებები

ამერიკის საელჩო აცხადებს კონკურსს წიგნის თარგმნაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საგამომცემლო სახლებს.

პროექტი მოიცავს შემდეგ თემებს:

• საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
• მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
• საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა დაკავშირებული თემები.
•  სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
• ეკონომიკა: ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
• ხელოვნება და ლიტერატურა: თანამედროვე ხელოვნება, არქიტექტურა/დიზაინი, თანამედროვე ლიტერატურა, და სხვა დაკავშირებული თემები.

პროექტი ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსებით, ხოლო პროექტიდან მიღებული მოგება არ უნდა აღემატებოდეს მიმღები ორგანიზაციის დანახარჯის 25%-ს.

გამოცემული წიგნის 50 ასლი უნდა გადაეცეს ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, ხოლო ნათარგმნი წიგნის უფასო ასლები უნდა დაურიგდეს საჯარო ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საპროექტო განაცხადები ელექტრონულად მიიღება 2013 წლის 8 აპრილამდე. გთხოვთ გადააგზავნოთ საპროექტო ანკეტა შემდეგ მისამართზე TbilisiPAS@state.gov.

ბანერები