ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი უნივერსიტეტის ქონების გაქირავების მიზნით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 15 მარტის №02-02-2673/10 (№24-09-5/4002) წერილის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 26 მარტის №02-3090/10 (№16/841/9-10) წერილის, შპს "თბილისის აუდიტის" 2010 წლის 12 მარტის აუდიტორული დასკვნის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ "ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს" შორის 2007 წლის 12 მარტს და 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილების "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ", ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 9 თებერვლის "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" №02-169 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართზე და ქ. თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3-5-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართზე გამაგრილებელი სასმელების აპარატების განთავსების მიზნით, 2 წლის ვადით გასაქირავებლად და კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2010 წლის 3 მაისი.
2. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა.
3. საკონკურსო განაცხადების მიღების დაწყების ვადად განისაზღვროს 2010 წლის 1 აპრილი.
4. საკონკურსო განაცხადების მიღების დამთავრების ვადად განისაზღვროს 2010 წლის 3 მაისის 17:00 საათი.
5. კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონვერტები გაიხსნება 2010 წლის 3 მაისს, 17:00 საათზე, ქ. თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3-5-ში.
6. ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართის და ქ. თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3-5-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართის გაქირავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გასაქირავებელი ფართების საწყისი საკონკურსო ფასი განისაზღვროს თითოეულისათვის წელიწადში 408 (ოთხას რვა) ლარით.
7. ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართის და ქ. თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3-5-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართის გაქირავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი ბეს ოდენობა განისაზღვროს ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 10%-ის, 41 (ორმოცდაერთი) ლარის ოდენობით თითოეული ფართისათვის.
8. დამტკიცდეს ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართის და ქ. თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3-5-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართის გაქირავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის პირობები თანდართული სახით (დანართი 1).
9. დამტკიცდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართის და ქ. თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3-5-ში მდებარე შენობაში 2კვ.მ. ფართის გაქირავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის საკონკურსო განაცხადის ფორმა თანდართული სახით (დანართი 2 და 3).
10. დაევალოს უნივერსიტეტის მთავარ შემსყიდველს კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება გაზეთ "24 საათის" 2010 წლის 1 აპრილის ნომერში იურიდიული სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
11. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ბრძანების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა.
12. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანების ასლები გადასცეს უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურს, ფინანსურ სამსახურს, მთავარ შემსყიდველს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და იურიდიულ სამსახურს.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                         სერგო რატიანი

ბანერები