ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი უნივერსიტეტის მასწავლებელთათვის

ფონდი "საერთაშორისო განათლების ცენტრი" და ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ იორკი) აცხადებენ უნივერსიტეტის მასწავლებელთა კონკურსს.

ამ კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ გაატარონ ერთი სემესტრი ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ერთი სემესტრი საკუთარ ქვეყანაში (სამი წლის განმავლობაში). ამ პერიოდში საშუალება აქვთ გაეცნონ თანამედროვე მიდგომებს შესაბამის სპეციალობებში და განავითარონ რეგიონალური და საერთაშორისო ინსტიტუციონალური პარტნიორობა.

განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. ამჟამად უნდა ასწავლიდნენ შემდეგ საგნებს საქართველოს რომელიმე აკრედიტებულ უნივერსიტეტში: ხელოვნების ისტორია, კულტურული ანთროპოლოგია, ისტორია, სამართალი, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები, რელიგია, სოციოლოგია, ამერიკანისტიკა, სოციალური სამუშაო (Social Work);
2. უნდა ჰქონდეთ სანიმუშო აკადემიური მოსწრება (საბუთებს თან უნდა ახლდეს დიპლომის დანართი);
3. კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

პროგრამა არ ითვალისწინებს გამარჯვებულთა ოჯახის წევრების დაფინანსებას.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 10 მარტი, 2010 წ.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდზე:
http://www.soros.org/initiatives/scholarship/focus_areas/facult_scholarships/guidelines/view

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)


 

ბანერები