ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად

განცხადებები

CRDF და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პათოგენების კვლევისა და განათლების ცენტრის ჩამოყალიბება“ - ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიის ოდენობაა: 200 $-ის ეკვივალენტი ლარებში

სტიპენდია ინიშნება ორი წლით და განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

სტიპენდიატი იღებს ვალდებულებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევებსა და აქტივობებში.

• სტუდენტი უნდა იყოს მე-2 ან უფრო მაღალ კურსზე, ძირითადი პროგრამით (major) ბიოლოგია.
• გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით.
• კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას (intermediate level).

კანდიდატებმა უნდა მოამზადონ პათოგენების კვლევებით დაინტერესების სამოტივაციო წერილი და მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში (ინგლისურ ენაზე) თემატიკით: მიკრობიოლოგია ან/და ბიოუშიშროება. მოხსენების რეგლამენტი 10 წუთი.

• გამარჯვებულებს სპეციალური საკონკურსო კომისია შეარჩევს.
• მოხსენებების სათაურების მიღების ბოლო ვადა 22 ოქტომბერი, 18:00 საათი.

•კონფერენციის ჩატარების სავარაუდო თარიღი ოქტომბრის ბოლო/ნოემბრის დასაწყისი
•დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტს:

რევაზ სოლომონია
ეკა ლეფსვერიძე
მაია ნოზაძე
მაია კიკვიძე

იჩქარეთ!!! სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია - გაიცემა სულ სამი სტიპენდია.

ბანერები