ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი სცენარისათვის “ჩემი საქართველო”

განცხადებები

ორგანიზაცია ”ფილმ ჰოლანდი” (შვედეთის სამეფო) და არასამთავრობო ორგანიზაცია”ეი-დი-სი” (საქართველო) შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებენ პარტნიორულ პროექტს ”ევროპა ჩვენი სახლია”.

პროექტის მიზანია: ევროპელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების პროპაგანდა  და ახალგაზრდული მედიის განვითარება.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შორის ცხადდება კონკურსი 10-15 წუთიანი დოკუმენტური ფილმის სცენარისათვის ”ჩემი საქართველო”
წარმოაჩინეთ თანამედროვე საქართველო, ქვეყნის ყოველდღიურობა და კულტურა მსოფლიო ასპარეზზე და გააცანით იგი თქვენს თანატოლებს.

შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი ტარდება რამდენიმე უნივერსიტეტში:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს- სკოლა და ტექნიკური უნივერსიტეტი.

პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან ერთად გამარჯვებულს ავლენს უნივერსიტეტის პროფესორებისა და პედაგოგებისაგან შემდგარი ჟიური. თითოეულ უნივერსიტეტში შეირჩევა სამი საუკეთესო სცენარი.

საუნივერსიტეტო კონკურსში გამარჯვებული 15 სცენარი ითარგმნება ინგლისურ ენაზე და წარედგინება შვედურ მხარეს. კომპეტენტური ჟიური, პარტნიორები შვედეთიდან და საქართველოდან, ერთობლივი მუშაობის საფუძველზე გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულს. გამარჯვებული სცენარის საფუძველზე შეიქმნება ფილმი.

გამარჯვებული სცენარის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 1000 ლარი, ასევე ყველა მონაწილე მიიღებს სხვადასხვა საჩუქარს. გამარჯვებული სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი წარდგენილ იქნება ევროპის ახალგაზრდულ კინოფესტივალებზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი

დამატებითი ინფორმაციისათვის და სცენარების ჩასაბარებლდ მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ სერვის-ცენტრს შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი № C220, ტელ.: 29 47 11.

ასევე პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას სტუდია ”ეი-დი-სი”: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 76 ბ.  ტელ.: 30 41 68, (895) 30 50 03.

ბანერები