ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი საუკეთესო აზრისთვის

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და www.azrebi.ge აცხადებენ კონკურსს მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) საუკეთესო აზრისთვის თემაზე: წესრიგი და თანასწორობა.

კონკურსი ცხადდება ორი მიმართულებით:

1. დაწერილი აზრები
2. ვიდეო აზრები შეგიძლიათ თქვენი თავისუფალი აზრი საკონკურსოდ წარმოდგენილ თემაზე „წესრიგი და თანასწორობა“ გამოხატოთ წერილობით, ესსეს სახით (დაწერილი აზრი) ან შეგიძლიათ გადაიღოთ მოკლე ვიდეო-სიუჟეტი (ვიდეო აზრი). მოთხოვნები საკონკურსო მასალისათვის:
1. „დაწერილი აზრი“ უნდა იყოს A4 ფურცლის ზომის, MS Word-ის ფორმატის (შრიფტის ზომა 12, შრიფტი SYLFAEN. გვერდის საზღვრები (margins) - NORMAL). მაქსიმუმ 3 გვერდი;  ხოლო გადაღებული ვიდეო-სიუჟეტი (ვიდეო-აზრები) მაქსიმუმ 10 წუთი - ფაილის ფორმატი - flv, ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს - 50 MB-ს;
2. შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოხატოთ მხატვრული ფორმითაც (დაწეროთ ან გადაიღოთ ნოველა ან მოთხრობა);
3. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ დაწერილი (გადაღებული) აზრი უნდა ეხებოდეს ორივე ცნებას: წესრიგს და თანასწორობას;
5. ჟიური განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აზრის ორიგინალურ გამოხატვას;
6. თქვენი ნამუშევრები 30 იანვრის 18.00 საათამდე უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: studentisazri@iliauni.edu.ge 
7. დამატებითი ინფორმაციისთვის გააგზავნეთ შეკითხვები მისამართზე: studentisazri@iliauni.edu.ge ან დაუკავშირდით უნივერისტეტის პიარ-სამსახურს pr@iliauni.edu.ge. ყველა საკონკურსო ვიდეო აზრი და დაწერილი აზრი გამოქვეყნდება www.azrebi.ge -ზე.  გამონაკლისი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ჩაწერილი და დაწერილი აზრი ადამინის უფლებების წინაამღდეგ იქნება მიმართული, ან ადამიანის უფლებების დარღვევით იქნება მიღებული.
გამარჯვებულებს გამოავლენს კომისია, რომელიც დაკომპკლექტება უნივერსიტეტის პროფესორებისაგან. თებერვლის ბოლოს შედგება გამარჯვებულების დაჯილდოება.
1-ლ ადგილზე გასული „დაწერილი აზრი“ დაჯილდოვდება: 800 ლარით და აბასთუმანში ორი სამდღიანი საგზურით;
მე-2 ადგილზე გასული „დაწერილი აზრი“ დაჯილდოვდება: 400 ლარით და ყაზბეგში ორი სამდღიანი საგზურით;
მე-3 ადგილზე გასული „დაწერილი აზრი“ დაჯილდოვდება: 200 ლარით და გრიგოლეთში ორი სამდღიანი საგზურით;
1-ლ ადგილზე გასული „ვიდეო-აზრი“ დაჯილდოვდება: 800 ლარით და აბასთუმანში ორი სამდღიანი საგზურით;
მე-2 ადგილზე გასული „ვიდეო აზრი“ დაჯილდოვდება: 400 ლარით და ყაზბეგში ორი სამდღიანი საგზურით;
მე-3 ადგილზე გასული “ვიდეო აზარი“ დაჯილდოვდება: 200 ლარით და გრიგოლეთში ორი სამდღიანი საგზურით;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი azrebi.ge.

ბანერები