ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოებაზე

განცხადებები

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, აცხადებს კონკურსს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე სტუდენტების მიერ შექმნილი საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის  (Policy Paper) გამოსავლენად.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები ფონდში უნდა წარადგინონ (ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com) არაუგვიანეს 2011 წლის 25 დეკემბრისა. მას  უნდა დაერთოს სტუდენტის საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება.
 
ნაშრომი სავალდებულოა მომზადდეს ქართულ ენაზე და შედგებოდეს არაუმეტეს 4000 სიტყვისგან, შენიშვნებისა და კომენტარების (footnotes) ჩათვლით. ამასან, მას უნდა დაერთოს ბიბლიოგრაფია.
 
ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს: რეზიუმე, შესავალი, პრობლემის დასმა (აღწერა), პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები), რეკომენდაციები, დასკვნა, დანართი (ბიბლიოგრაფია).
 
ნაშრომის შეფასება
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:
საკითხის აქტუალობა,
ანალიტიკური აზროვნების უნარი,
ნაშრომში მოყვანილი არგუმენტების დამტკიცების უნარი,
სტრუქტურის სწორად განსაზღვრა,
გამოყენებული ლიტერატურის ხარისხი და მრავალფეროვნება,
აკადემიურად წერის კულტურა,
ნაშრომის გაფორმება.
 
პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, სტუდენტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან და ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ფონდის მიერ მომავალში ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებში.
 
ნაშრომებს განიხილავს ლევან მიქელაძის ფონდთან არსებული საკონკურსო კომისია.

დაჯილდოება
საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი. კონკურსში ორ სხვა გამარჯვებულს (მეორე და მესამე ადგილი) – სიგელები და თითოეულს 250 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ვერ დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს, ფონდი იტოვებს უფლებას, არ გასცეს ჯილდო და სიგელი.
 
ფონდი გამართავს დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც გამარჯვებული ნაშრომების ავტორები სლაიდების (პროგრამა - power point) მეშვეობით, ფონდის მიერ  მოწვეული ექსპერტებისა და სტუდენტების წინაშე ჩაატარებენ  თავიანთი ნაშრომების პრეზენტაციას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნაშრომებში აღწერილ საკითხებთან დაკავშირებით, გაიმართება დისკუსია. აღნიშნული ღონისძიება გაშუქდება მედიის საშუალებით.
 
გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ვებ-გვერდზე.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ.: 298 4161; ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com.

ბანერები