![პრაღაში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო ილიას უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს კარლის უნივერსიტეტს](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/81/291ece5aa3a50fd42107bf360ba3cada_81628.jpg)
![ინფორმაცია 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით სტატუსშეჩერებული ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთათვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერისა და სტატუსის აღდგენის შესახებ](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/80/3d61bde84d63ccb9f3888f4e01332438_80244.png)
![ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/79/a9ba6f3e8c9aee77be2cc1491b2faa06_79958.png)
კონკურსი სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობაზე
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობაზე, 2014 წლის 5 მაისიდან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. ორი ფოტოსურათი 3X4;
4. სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა
5. სამართლის სკოლის განვითარების კონცეფცია
6. ავტორბიოგრაფია (CV)
7. ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და პუბლიკაციები, რომელიც უკეთ წარმოადგენს მას.
საბუთების მიღება დაიწყება 2014 წლის 05 ივნისიდან - 20 ივნისის ჩათვლით. საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, მის.: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 სამუშაო დღეებსა და საათებში.
საბუთები, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყო ელექტრონული ფორმით. საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს მისამართზე: info@iliauni.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბჭოს სხდომის # 45 (ოქმი)