ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა

განცხადებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ ფარგლებში აცხადებსს კონკურსს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (http://www.mes.gov.ge/content.php?id=4574&lang=geo) უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.

შენიშვნა:

- მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმამათლებლო პროგრამებზე დაფინანსების მსურველებს, წინა საფეხურის დიპლომის არქონის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭიების შესახებ.

- მონაწილეობის უფლება ასევე ეძლევათ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის დიპლომის ასლის წარმოდგენის პირობით.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 1. განაცხადების შერჩევა 2. გასაუბრება.
განაცხადების მიღება წარმოებს 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 28 თებერვლის  ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.mes.gov.ge/content.php?id=4574&lang=geo ან დაუკავშირდით:

სამაგისტრო პროგრამა
ტელ: 231 89 40 (1134)
სადოქტორო პროგრამა
ტელ: 231 89 40 (1140)
ელ-ფოსტა: grantsinfo@mes.gov.ge.

ბანერები