ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 5 ტრენერის შესარჩევად

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური ტემპუსის პროექტის Project Actors Capacity Training in the Caucasus  (PACT) ფარგლებში აცხადებს კონკურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 5 ტრენერის შესარჩევად. შერჩეული კანდიდატები სექტემბრის თვეში მონაწილეობას მიიღებენ  3-დღიან ტრენინგ-კურსში (ე. წ. TOT), რომლის ფარგლებშიც შეითვისებენ საგრანტო პროექტების წერის უნარ-ჩვევებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატები აკმაყოფილებდნენ  შემდეგ კრიტერიუმებს:

- არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები ან დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევრები;

- ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ  B2  დონეზე.

- გააჩნიათ თავიანთ სფეროში კვლევითი და სხვა ტიპის საგრანტო კონკურსების მომზადების მოტივაცია და შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენის სურვილი;

-ტრენინგის დასრულების შემდგომ ეტაპზე შეძლებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის კვლევითი საგრანტო პროექტების წერაში თითო სემესტრის მანძილზე რამდენიმე ტრენინგ-ციკლის ჩატარებას. აღნიშნული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება ტემპუსის რეგულაციების გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV  12 აგვისტოს ჩათვლით ფოსტაზე: development@iliauni.edu.ge

გთხოვთ,  ასევე მიუთითოთ ფაკულტეტი.

ბანერები