ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი - ფოტო ამბები

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სემიოტიკის კვლევითი ცენტრი
აცხადებს კონკურსს მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები)
თემაზე ფოტო-ამბები:  ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა
კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობენ წყვილები: სტუდენტი-მწერალი და ფოტოგრაფი, რომლებიც ერთობლივ ნამუშევარს ქმნიან შემოთავაზებულ თემაზე. ფოტოგრაფი წარმოადგენს მხოლოდ ერთ ფოტონამუშევარს (შეძლებისდაგვარად, მაღალი ხარისხის ფოტო) და მწერალი ნებისმიერი ჟანრის (პოეზია, მცირე პროზა) მხატვრულ ნაწარმოებს (არაუმეტეს ერთი გვერდისა, A4 ფორმატი, შრიფტი _  Sylfaen, ზომა _ 12).

წყვილებს შეუძლიათ ნებისმიერად, სურვილისამებრ, აირჩიონ ერთმანეთი დამოუკიდებლად  ან მობრძანდნენ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც მოწვეულები იქნებიან სტუდენტი-მწერლები და სტუდენტი-ფოტოგრაფები.

მხატვრული გამოხატვის ვიზუალური და ვერბალური ფორმები ორგანულად უნდა ავსებდეს ერთმანეთს, იყოს ურთიერთშესაბამისი  და წარმოადგენდეს ერთ საერთო სათქმელს.
თქვენი ნამუშევრები 2014 წლის 20 იანვრის 18.00 საათამდე უნდა გადმოაგზავნოთ მისამართზე: semiotics@iliauni.edu.ge
20 იანვრიდან 27 იანვრამდე სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს 20 საუკეთესო ფოტოამბავს, რომელიც დაიბეჭდება და გამოიფინება „ლიგამუსში“ ტექსტებთან ერთად;

გამოფენის შემდეგ ფოტოები დაამშვენებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებს;
20 ნამუშევრის ავტორებს გადაეცემათ დიპლომები, ხოლო საუკეთესო სამი ნამუშევარი დაჯილდოვდება:

I პრემია _ 1000 ლარი
I I  პრემია  _700 ლარი
I I I  პრემია _ 500 ლარი

მიღებული პრემია თანაბრად გაიყოფა მწერალზე და ფოტოგრაფზე.

დაჯილდოება და ფოტოგამოფენა გაიმართება თებერვლის დასაწყისში „ლიგამუსში“.

წარმატებებს გისურვებთ!

ბანერები