ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი ფართის გაქირავების მიზნით

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, თემქის დასახლება მე-11 მ/რ-ში მდებარე 1412.63მ2 ფართის გაქირავების მიზნით. კონკურსის ჩატარების მიზანია ფართით სარგებლობის უფლება მიანიჭოს პირს, რომელიც უნივერსიტეტს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს. კონკურსი ცხადდება შემდეგი პირობებით:

ა) ქირავნობის საგნის მინიმალური ფასი შეადგენს 1მ2-ზე 1 (ერთი) ლარს;

ბ) ქირავნობის ვადა შეადგენს ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდს;

გ) დამქირავებელმა ქირავნობის საგანის გაუმჯობესებისათვის უნდა განახორციელოს 50 000 ლარის ოდენობით ინვესტიცია;

დ) ფართის ქირავნობის მიზანი უნდა იყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.

საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიის მეშვეობით. მის.: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3-5.

საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყება 2009 წლის 30 ოქტომბერს და დასრულდება 2009 წლის 10 ნოემბერს 18:00 საათზე.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიიღონ საკონკურსო კომისიის აპარატის მეშვეობით.

მის.: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3-5, ოთახი №241. ტელ.: 23 07 15.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.

ბანერები