ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი „ევროპა უფრო მეტია ვიდრე შენ ფიქრობ“

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში და ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი" ევროპის საბჭოს შესახებ ატარებენ კონკურსს .კონკურსი ჩატარდება 30 ოქტომბრიდან 13 ნოემრის ჩათვლით ყოველ პარასკევ დღეს.პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან 5 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი (1 ლიდერი და 4 მონაწილე) და შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა. მონაწილეთა ასაკი უნდა იყოს 18-დან 25 წლამდე.

შერჩეული ჯგუფები 30 ოქტომბერს გამოცხადდებიან საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროში (ი. ჭავჭავაძის გამზირი, ჩიხი, კორპ 3ა. ზუსტ დროს წინასწარ შეგატყობინებთ).

კონკურსის შედეგად შედარებით მაღალი ქულების მქონე გუნდები მეორე ეტაპზე გადავლენ და მონაწილეობას მიიღებენ ნახევარფინალში, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება.

13 ნოემბერს ფინალში გასული 5 გუნდიდან გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა სხვადასხვა ფასიანი პრიზი. ფინალში გასულ ხუთივე გუნდის წევრს მიენიჭება კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ლიტერატურა:

ძირითადი ინფორმაცია ევროპის საბჭოს შესახებ, რომლიდანაც იქნება დასმული კითხვები კონკურსის მონაწილეთათვის. შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ინტერნეტგვერდზეwww.coe.ge

http://portal.coe.ge/library/index.php?language=es&osCsid=143a698419f5f05d9707845acd0d2386

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:www.droni.org

ან მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები