ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MID

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MID აცხადებს კონკურსს სტუდენტების (დოქტორანტები), მკვლევრებისა (პოსტდოქტორანტები) და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონსორციუმი წარმოდგენილია შემდეგი ევროპული უნივერსიტეტებით:


• ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი - კოორდინატორი
• სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი
• ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია
• ალგარვეს უნივერსიტეტი, პორტუგალია
• ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
• ბორდოს უნივერსიტეტი 1, საფრანგეთი
• დეუსთოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
• ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
• ვარშავის ეკონომიკური სკოლა, პოლონეთი

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
• დოქტორანტი - 1 500 ევრო
• პოსტდოქტორანტი - 1 800 ევრო
• აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2 500 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

• დოქტორანტურის სტუდენტებს
• მკვლევრებს (პოსტდოქტორანტებს)
• აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

• მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში

მნიშვნელოვანი თარიღები:
ელექტრონული განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 2014  წლის  2 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2);

დანართების გაგზავნის ბოლო დღეა 2014  წლის 9 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2).

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი:

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 105
ტელეფონი: 995 322 14 13 88995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: mid@iliauni.edu.ge

ბანერები