ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MID

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MID აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონსორციუმი წარმოდგენილია შემდეგი ევროპული უნივერსიტეტებით:
ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი - კოორდინატორი
სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი
ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია
ალგარვეს უნივერსიტეტი, პორტუგალია
ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
ბორდოს უნივერსიტეტი 1, საფრანგეთი
დეუსთოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
ვარშავის ეკონომიკური სკოლა, პოლონეთი

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:

ბაკალავრი - 1000 ევრო
მაგისტრანტი - 1000 ევრო
დოქტორანტი - 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2500 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • საქართველოს მოქალაქეებს;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს (ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით სარგებლობენ).
  • საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
  • მკვლევრებს;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  • მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში;
  • პირველი და მეოთხე კურსის ბაკალავრებს.

მნიშვნელოვანი თარიღები:

ელექტრონული განაცხადის გაგზავნის ბოლო დღე 2013 წლის 11 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2);
დანართების გაგზავნის ბოლო დღე 2013 წლის 18 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2).

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი: http://www.utu.fi/en/sites/mid/Pages/home.aspx ან დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ავსტრიული ბიბლიოთეკის შენობა, ოთახი H105

ტელეფონი: 995 322 14 13 88

ელ-ფოსტა: mid@iliauni.edu.ge

ბანერები