ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EUROEAST

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EUROEAST აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის (ბაკალავრები, დოქტორანტები) და მკვლევრებისთვის  (პოსტდოქტორანტები) ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევის განხორციელების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:


• ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია - კოორდინატორი
• აალტოს უნივერსიტეტი, ფინეთი
• ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, პოლონეთი
• ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია
• უმაღლესი ტექნიკური სკოლა, პორტუგალია
• გენტის უნივერსიტეტი, ბელგია
• ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
• მონპელიეს უნივერსიტეტი 2, საფრანგეთი

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
• ბაკალავრი - 1 000 ევრო
• დოქტორანტი - 1 500 ევრო
• პოსტდოქტორანტი - 1 800 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:


• საქართველოს მოქალაქეებს
• ბაკალავრიატის სტუდენტებს
• დოქტორანტურის სტუდენტებს
• მკვლევრებს (პოსტდოქტორანტებს)

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
• მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში
• პირველი და ბოლო კურსის ბაკალავრებს

განაცხადების მიღება დასრულდება 2015 წლის 12 იანვარს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი: www.euroeast.polito.it

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელეფონი: 995 322 14 13 88995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: euroeast@iliauni.edu.ge

ბანერები