ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EMINENCE და EMINENCE II

კონკურსები

გამოცხადდა კონკურსები ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროექტის EMINENCE და EMINENCE II ფარგლებში.

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროექტები  EMINENCE და EMINENCE II მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

ელექტრონული განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 25.12.2014
საბუთების მიღების ბოლო დღეა 15.01.2015

პროექტის ფარგლებში დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამის ვებ-გვერდი.

ბანერები