ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი „ჩემი ბორჯომი“ პირობები

განცხადებები

კონკურსის „ჩემი ბორჯომი“ ავტორი და ორგანიზატორი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოა. პროექტის მიზანი, სტუდენტების წახალისება და მათთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობის მიცემაა. ილიაუნის სტუდენტები  წინა წელს – „ჩემი ბორჯომის“ კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.

წელს, კონკურსში მონაწილეობა სასურველია  მიიღოს ყველა იმ  სტუდენტმა, რომლის სპეციალობაცაა ბიზნესის მიმართულება ან მარკეტინგი. კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5.000 აშშ დოლარს (პრიზი გადანაწილდება 3 გუნდზე, გუნდში სტუდენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5).

კონკურსის პირობები იხილეთ მიბმულ ფაილში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ (23 აპრილამდე) შემდეგ მეილზე: pr@iliauni.edu.ge

ბანერები