ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი ”აკადემიური წერა”

განცხადებები

2011 წლის 22 მაისს 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში "ლიგამუსი" ჩატარდება სწავლების საბაკალავრო პროგრამების საფეხურზე ზოგადი მოდულის სასწავლო კურსის ”აკადემიური წერა” ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირველი სასწავლო წლის ყველა სტუდენტს.

ჟიურის მიერ დასახელდებიან არგუმენტირებული, კრიტიკული ესეებისა და თავისუფალი თემის საუკეთესო  ავტორები.
კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უნივერსიტეტის სახელით გადაეცემათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.

კონკურსი ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მოდულის პროგრამის ხელმძღვანელის, ასისტენტ-პროფესორის მაკა ლაშხიას, სალექციო კურსის ”აკადემიური წერა” პედაგოგებისა  და პირველი სასწავლო წლის სტუდენტთა კოორდინატორის მაკა პატარიძის მიერ.

 კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობა.

ბანერები