ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

”კონფლიქტები და საზღვრები - შინაგანი და გარეგანი”

"კონფლიქტები და საზღვრები - შინაგანი და გარეგანი" - ასეთი სახელწოდების სემინარი საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების პროგრამის ფარგლებში 9-12 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

მის: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ავსტრიული ბიბლიოთეკა, აუდიტორია 8-10

რეგისტრაცია დაიწყება 13:30 საათზე.

პროგრამა მიზნად ისახავს ევროპული ხარისხის მქონე სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტების მომზადებას, ფსიქოანალიტიკური კულტურის დანერგვასა და გავრცელებას საქრთველოში. ჩვენთან დღეისათვის ფსიქოანალიტიკოსთა და კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტთა სერიოზული დეფიციტია. ამიტომ ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების (EPFF) მიზანია, საქართველოში მოამზადოს ევროპული კვალიფიკაციის მქონე ფსიქოთერაპევტები.

(EPFF) - ის დირექტივა ასეთია : ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან ფსიქიკური ტკივილისა და ფსიქიატრიული პათოლოგიებისაგან, უნდა ჰქონდეთ კვალიფიციური ფსიქოანალიზის არჩევანის საშუალება.

ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ინიციატივითა და მხარდაჭერით უნდა შეიქმნას ფსიქოანალიტიკურ-ფსიქოთერაპიული ინსტიტუტი, რომელიც მოამზადებს ფსიქოანალიტიკოსთა შემდგომ თაობებს საქართველოში; დამყარდება აქტიური კონტაქტი ევროპელ კოლეგებთან და მოხდება თანამედროვე ევროპული ღირებულებების დამკვიდრება.

ბანერები