ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონფერენცია თემაზე: „პროტესტი, მოდერნიზაცია, დემოკრატიზაცია

განცხადებები

კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) ორგანიზებით  4-5 სექტემბერს ტარდება რიგით მე-4 კონფერენცია თემაზე: „პროტესტი, მოდერნიზაცია, დემოკრატიზაცია: პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“ (“Protest, Modernization, Democratization: Political and Social Dynamics in Post-Soviet Countries”).

კონფერენციის მიზანია, შეკრიბოს სხვადასხვა დარგის (პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ანთროპოლოგია და ა.შ.) ახალგაზრდა მეცნიერები  და მკვლევრები, რათა განიხილონ პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის კუთხით.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტურანტურის სტუდენტებს და პოსტდოქტორანტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაუზიარონ კოლეგებს თავიანთი ნაშრომები, განსაკუთრებით მიმდინარე სადოქტორო კვლევები და მათი  შედეგები.კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ 300-სიტყვიანი აბსტრაქტი, მოკლე ავტობიოგრაფია და რეზიუმე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2015.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ASCN-ის კოორდინატორს საქართველოში, ბატონ არჩილ აბაშიძეს  archil.abashidze@ascn.ch ან ეწვიეთ ვებ-გვერდს:


ბანერები