ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონფერენცია პროფესორებისა და მკვლევარებისთვის

განცხადებები

(თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები) XXI საუკუნის ქართული ხელოვნება მსოფლიო კონტექსტში (ბათუმი, 2012 წლის 24-26 სექტემბერი)

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ ”კვკასიის” მხარდაჭერით, ბათუმში, 24-26 სექტემბერს გაიმართება რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით  ”XXI საუკუნის ქართული ხელოვნება მსოფლიო კონტექსტში”, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებსა და მკვლევარებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაითვალისწინონ შემდეგი  მოთხოვნები და პირობები:

  • 15 ივლისამდე უნდა წარმოადგინოთ თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • თეზისებთან ერთად, აუცილებლად უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ერთვის თან; განაცხადი იხ. სრულად.
  • განაცხადთან და თეზისებთან ერთად, უნდა მოგვაწოდოთ მოკლე  CV და ფოტოსურათი (ელექტრონულ ფორმატში);
  • 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე უნდა მოგვაწოდოთ მოხსენების სრული ვარიანტი;


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა გაითვალისწინონ მოთხოვნა: თეზისებისა და მოხსენების ტექსტის შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11, დაშორება 1.5, მოხსენების დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

  • ავტორები, რომელთა სელექცია თეზისების მიხედვით მოხდება, კონფერენციაში მონაწილეობის პასუხს 20 ივლისს შეიტყობენ;
  • ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისთვის და მკვლევარებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, ხოლო სხვა უნივერსიტეტებისა თუ ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის სარეგისტრაციო თანხაა - 20 ლარი;
  • ორგანიზატორები საკუთარ თავზე იღებენ მონაწილეთა თეზისების ბეჭდვას, მონაწილეთა დახვედრასა და გაცილებას, სესიების დროს ჩაი/ყავას;
  • კონფერენციაში მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია;

კონფერენციის საორგანიზაციო და აკადემიური საბჭო:

1.      პროფესორი ერმილე მესხია - თავმჯდომარე / ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი;
2.      პროფესორი ლევან ხეთაგური - თავჯდომარის მოადგილე / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
3.      პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი / ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი;
4.      პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი - კოორდინატორი / ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი;
5.      პროფესორი იური მღებრიშვილი - კოორდინატორი / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
6.      პროფესორი ნინო მხეიძე / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
7.      ქეთევან ჩხიკვაძე - საორგანიზაციო მდივანი / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 კონფერენციის საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებზე პასუხისმგებელია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი ”კავკასია”.

მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ari@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფრომაციისთვის და შეკითხვებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

(+995) 577 38 56 55  - ქეთევან ჩხიკვაძე - საორგანიზაციო მდივანი / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბანერები