ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონფერენცია - მეცნიერება და საზოგადოება

განცხადებები

დაიწყო განაცხადების მიღება ევროპის მოლეკულარული ბიოლოგიის ლაბორატორიისა (EMBL) და ევროპის მოლეკულარული ბიოლოგიის ორგანიზაციის (EMBO) მე-11 ერთობლივ კონფერენციაში - მეცნიერება და საზოგადოება - მონაწილეობის მისაღებად.

ევროპის მოლეკულარული ბიოლოგიის ლაბორატორიაში (ჰაიდელბერგი, გერმანია) ყოველწლიურად იმართება კონფერენციათა სერია - მეცნიერება და საზოგადოება. 2010 წელს კონფერენციის თემაა - ”The Difference between the Sexes - From Biology to Behaviour”.

კონფერენცია გაიმართება 2010 წლის 5-6 ნოემბერს. მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი მკვლევარები როგორც სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებიდან, ისე ფილოსოფიისა და სოციოლოგიის სფეროდან.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი 2010.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის პროგრამისა და მომხსენებლების შესახებ, ასევე რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა იხილეთ ბმულზე: http://www.embl.de/training/courses_conferences/conference/2010/SNS10-01/index.html

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები