ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონფერენცია გერმანულ-ყაზახურ უნივერსიტეტში

განცხადებები

გერმანულ-ყაზახური უნივერსიტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე ”საზოგადოების მდგრადი განვითარება: მოლოდინი და რეალობა”. კონფერენცია გაიმართება 2011 წლის 4 მარტს ალმა-ატაში.

კონფერენციაზე დაგეგმილია შემდეგი თემების განხილვა:

  • მდგრადი განვითარება ეკონომიკაში
  • პოლიტიკური და სოციალური სფეროს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი მოთხოვნები და ამოცანები
  • მდგრადი ეკოლოგიური განვითარების უზრუნველყოფის საკითხი
  • ტექნიკური წინსვლა და მდგრადი განვითარება
  • ინტერკულტურული დიალოგი, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი

კონფერენციის სამუშაო ენებია: გერმანული და რუსული.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველებმა 2011 წლის 15 თებერვლამდე უნდა გააგზავნონ მოხსენების მოკლე მონახაზი (მაქს. 1 გვერდი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: konferenzia@dku.kz. შესაძლებელია  წერილობითი მოხსენებების წარდგენაც (მაქს. 8 გვერდი) კონფერენციაზე დასწრების გარეშე. კონფერენციაზე დაშვებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.dku.kz/dkuwiki/index.php?title=Wissenschaftliche_Konferenz_2009

ბანერები