ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონფერენცია აკადემიური მიზნებისთვის უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებით.

პარასკევს, 24 აპრილს, 10 საათიდან 13 საათამდე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის შეხვედრების ოთახში (ჩოლოყაშვილის 5) ტარდება კონფერენცია აკადემიური მიზნებისთვის უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებით.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან წარმომადგენლები უცხო ენების შემსწავლელი სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან. კონფერენცია მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო სივრცეში უცხო ენების სწავლების მეთოდებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თანამშრომლობის დაწყებას მეთოდიკის, მასწავლებლების ტრენინგების და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

 

 

ბანერები