ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კომპლექსური პროგრამები ადვოკატის საპროცესო უნარჩვევებში

განცხადებები

კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS ილიაუნის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის 2 სტუდენტს უფასოდ ჩარიცხავს CLS-ს სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის სკოლებში და გაატარებს სპეციალიზირებულ  3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამებს ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.
CLS -ში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამი თვის განმავლობაში შეიძინონ და გაიღრმავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდნენ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.

CLS  ასევე ილიას უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 4 სტუდენტს, რომელთაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი, სთავაზობს იმავე სრული პროგრამის გავლას უპრეცენდენტო  ფასდაკლებით, კერძოდ, 749 ლარის ნაცვლად 550 ლარად (ანუ თქვეში სულ რაღაც 184 ლარად.)
CLS -ის პროგრამებს უძღვებიან ცნობილი პროფესორები, ადვოკატები და მოსამართლეები.
CLS -ის პროგრამა ეფუძნება სამართლის და სხვა დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებას.

აკრედიტაცია
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის ადვოკატთა სკოლას CLS - სს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მინიჭებული აქვს ორგანიზაციული აკრედიტაცია, რაც უზრუნველყოფს ადვოკატთა განგრძობად განათლებას.
სტაჟირება:
პროგრამის დასრულებისას გათვალისწინებულია სტაჟირება ცნობილ საადვოკატო ფირმებში და თბილისის მერიის „თბილისელების ადვოკატი“-ს სამსახურში.
ინფრასტრუქტურა:
CLS-ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა და  (აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა)
CLS -ში მიიღებიან იურისტები და საბაკალავრო პროგრამის ის სტუდენტებიც რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი პროცესი.
CLS -ში თითოეულ სკოლაში 3 თვიან ინტენსიურ (კომპლექსურ) პროგრამებზე სწავლის სრული საფასური შეადგენს - 749 ლარს, რომლის გადახდაც მსურველებს შეუძლიათ სრულიად უპროცენტო 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით. ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის 2 სტუდენტს აღნიშნული პროგრამის გავლა შეეძლებათ უფასოდ!
CLS-ში სრულდება I ნაკადის სწავლა, სადაც პროგრამას გადიან ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის 2 სტუდენტი.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში თითოეული პროგრამის გავლა სტუდენტებს ჩაეთვლებათ სავალდებულო პრაქტიკულ კომპონენტში და მიიღებენ შესაბამის - 6 კრედიტს.
პროგრამის გავლისას მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს:

საგანი საათების რაოდენობა ტრენერი
სამოქალაქო საპროცესო უნარ- ჩვევები 32 შალვა ქურდაძე - ადვოკატი, სამართლის დოქტორი,   სრული   პროფესორი
ადმინისტრაციულ საპროცესო უნარ -  ჩვევები 14  ნინო ქადაგიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა  პალატის მოსამართლე
სამართლებრივი მართლწერა  (საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა) 10 მარი ჭყონია - (სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე) ზურაბ ჭყონია, ას. პროფესორი, ადვოკატი
რიტორიკა - სასამართლო  მჭერმეტყველება 12 ცირა   ბარბაქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ელექტრონული მართლმსაჯულება 6 მამუკა ახვლედიანი -  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი        
განრიგი:  მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-3 ჯერ 18 საათიდან, შეთანხმებულ დროს (კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2-2.5 საათიანი ხანგრძლივობით.
დაწვრილებითი ინფორმაციიასათვის ეწვიეთ კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS ვებ გვერდს http://www.clsgeo.ge
ან დაუკავშირდით
lawyers.school@yahoo.com
https://www.facebook.com/kavkasiisadvokatta.skola
2183637;
599177573

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმართოთ ილიაუნის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს ამირან მეშველიშვილს amiran.meshvelishvili@iliauni.edu.ge .
გისურვებთ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას.
რეგისტრაცია შესაძლებელია 2013 წლის 26 ოქტომბრამდე.

CLS – გახდი წარმატებული ადვოკატი ჩვენთან ერთად !

ბანერები